აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში – საქართველოში პოლიცია ასრულებს თავის მოვალეობას და ინარჩუნებს წესრიგს, მოულოდნელი საპროტესტო აქციების შემთხვევაშიც
საქართველოში პოლიცია ასრულებს თავის მოვალეობას და ინარჩუნებს წესრიგს, მოულოდნელი საპროტესტო აქციების შემთხვევაშიც, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საინვესტიციო კლიმატს ეხება.
ანგარიშში 2019 წლის ივნისის მოვლენებზეც არის საუბარი.
„ქუჩებში ძალადობრივი პროტესტები იშვიათია, თუმცა 2019 წლის ივნისში ადგილი ჰქონდა სერიოზულ დაპირისპირებებს, როდესაც დემონსტრანტებმა პარლამენტში შესვლა სცადეს. ასობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის რამდენიმემ პოლიციის მიერ რეზინის ტყვიები გამოყენების შედეგად სერიოზული დაზიანება მიიღო თვალის არეში. ზოგადად, პოლიცია ასრულებს თავის მოვალეობას და ინარჩუნებს წესრიგს, მოულოდნელი საპროტესტო აქციების შემთხვევაშიც“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.