აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში - საქართველოს მთავრობა აცხადებს თავისი მზადყოფნის შესახებ, ააშენოს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი, თუმცა ტენდერი ჯერ კიდევ არ გამოცხადებულა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში - საქართველოს მთავრობა აცხადებს თავისი მზადყოფნის შესახებ, ააშენოს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი, თუმცა ტენდერი ჯერ კიდევ არ გამოცხადებულა

საქართველოს მთავრობა აცხადებს თავისი მზადყოფნის შესახებ, ააშენოს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი, თუმცა ტენდერი ჯერ კიდევ არ გამოცხადებულა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2022 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის მიხედვით, ტრანზიტი და ლოჯისტიკა პრიორიტეტული სექტორებია, ვინაიდან საქართველო მიისწრაფის, ქვეყნის გავლით აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის გაზრდილი ვაჭრობიდან სარგებელი მიიღოს.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზამ გაზარდა საქართველოს ტრანზიტული პერსპექტივები და მთავრობა ეძებდა ვაჭრობის გაზრდის გზებს.

„2016 წელს მთავრობამ გააფორმა ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობის კონტრაქტი საერთაშორისო ინვესტორების ჯგუფთან, მათ შორის ამერიკულ კომპანიასთან. თუმცა 2020 წელს მთავრობამ ამ ჯგუფთან კონტრაქტი შეაჩერა, რასაც შედეგად მოჰყვა ინვესტორთან სამართლებრივი დავა. იმის მიუხედავად, რომ მთავრობა აცხადებს თავისი მზადყოფნის შესახებ ააშენოს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი, ტენდერი ჯერ კიდევ არ გამოცხადებულა. ამას გარდა, ფოთსა და ბათუმში ლოჯისტიკურმა და პორტის მმართველმა კომპანიებმა დაიწყეს ბათუმისა და ფოთის პორტების განვითარება და გაფართოება. 2020 წელს საქართველოს უდიდესი პორტის, შავი ზღვის ფოთის პორტის მეპატრონემ გამოაცხადა თავისი გეგმები, შექმნას ღრმაწყლოვანი პორტი. 2021 წელს ლოჯისტიკურმა კომპანიებმა დაასრულეს ბათუმის და ფოთის პორტში ორი ახალი ტერმინალის პროექტები“, – აღნიშნულია ანგარიშში.