აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინის საკითხთან დაკავშირებულ დოკუმენტებს გაასაჯაროებს, რომელშიც ტრამპის ადვოკატი ფიგურირებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინის საკითხთან დაკავშირებულ დოკუმენტებს გაასაჯაროებს, რომელშიც ტრამპის ადვოკატი ფიგურირებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სასამართლოს მოთხოვნის საფუძველზე გაასაჯაროებს უკრაინის საკითხთან დაკავშირებულ დოკუმენტებს, რომელშიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადვოკატი, რუდი ჯულიანი და აშშ-ის ადმინისტრაციის პოლიტიკა ფიგურირებს.

გასაჯაროება ამერიკულმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „ამერიქან ოვერსაითმა“ მოითხოვა.

დოკუმენტებში ასევე წარმოდგენილი იქნება პირადი შეტყობინებები სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და პრეზიდენტის ადვოკატ რუდი ჯულიანს შორის, რომლის საშუალებითაც უკრაინულ მხარესთან კონტაქტი ხდებოდა.

დოკუმენტები 22 ნოემბრისთვის უნდა გამოქვეყნდეს. სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე თანხმობა განაცხადა, გამოაქვეყნოს მაიკ პომპეოს მრჩევლების მიმოწერა რუდი ჯულიანისთან.