აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - თურქეთში პრო-ქურთული „სახალხო დემოკრატიული პარტიის“ გაუქმება ქვეყანაში დემოკრატიას ძირს გამოუთხრის
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - თურქეთში პრო-ქურთული „სახალხო დემოკრატიული პარტიის“ გაუქმება ქვეყანაში დემოკრატიას ძირს გამოუთხრის

თურქეთში პრო-ქურთული „სახალხო დემოკრატიული პარტიის“ გაუქმება ქვეყანაში დემოკრატიას ძირს გამოუთხრის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

აშშ-ის საგარეო უწყებაში „სახალხო დემოკრატიული პარტიის“ დეპუტატის და ადამიანის უფლებათა დამცველის, ომერ ფარუქ გერგერლიოღლუსთვის დეპუტატის მანდატის გაუქმებას შემაშფოთებელი უწოდეს.

ჩვენ მოვუწოდებთ თურქეთის მთავრობას პატივი სცეს გამოხატვის თავისუფლებას თურქეთის კონსტიტუციის დაცვით და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად“`, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა.

თურქმა პროკურორებმა ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს „სახალხო დემოკრატიული პარტიის“ გაუქმების ინიციატივით მიმართეს. პრო-ქურთული პარტია თურქეთის პარლამენტში მესამე ყველაზე დიდი ჯგუფია

„სახალხო დემოკრატიული პარტიის“ გაუქმებას თურქეთის „ნაციონალისტური მოძრაობის პარტიაც“ ითხოვს.

პრო-ქურთულ პარტიას „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ კავშირში ადანაშაულებენ, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული.