აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თითოეული ევაკუირებული ავღანელის საჭიროებებისთვის 2 275 აშშ დოლარის დახარჯვას გეგმავს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თითოეული ევაკუირებული ავღანელის საჭიროებებისთვის 2 275 აშშ დოლარის დახარჯვას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია და 200-ზე მეტი ცალკეული კერძო სააგენტო აქტიურად მუშაობს, რათა მაქსიმალურად მცირე დროში შექმნან შესაბამისი სისტემა ათიათასობით ავღანელისთვის, რომლებმაც ავღანეთი უკვე დატოვეს.

მედიის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გეგმავს, დახარჯოს 2 275 აშშ დოლარი თითოეული ევაკუირებულისთვის.

აღნიშნული თანხა საცხოვრებელზე, საკვებზე და სხვა პირველად საჭიროებებზე იქნება გამოყენებული.