აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - საკონსტიტუციო ცვლილებებმა მეტად პროპორციული საარჩევნო სისტემა მოიტანა, პარლამენტში წარმოდგენილია ცხრა პარტია, რომლებიც გაცილებით მრავალფეროვან შეხედულებებს წარმოაჩენენ
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - საკონსტიტუციო ცვლილებებმა მეტად პროპორციული საარჩევნო სისტემა მოიტანა, პარლამენტში წარმოდგენილია ცხრა პარტია, რომლებიც გაცილებით მრავალფეროვან შეხედულებებს წარმოაჩენენ

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებამ უფრო მეტად პროპორციული სააარჩევნო სისტემა მოიტანა, ახალმა საარჩევნო სისტემამ რეალურად იმუშავა, მათ აქვთ ბევრად მრავალფეროვანი პარლამენტი, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა თბილისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

ამასთან, აღინიშნა, რომ ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებდა პარლამენტის მუშაობას, საარჩევნო სისტემის რეფორმა არ იყო ისეთი ძლიერი, როგორიც შეიძლებოდა ყოფილიყო იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია პარლამენტში ცვლილებების პროცესში მიიღებდა მონაწილეობას.

„ზაფხულზე საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებამ უფრო მეტად პროპორციული საარჩევნო სისტემა მოიტანა, ახალმა საარჩევნო სისტემამ რეალურად იმუშავა, მათ აქვთ ბევრად მრავალფეროვანი პარლამენტი, ვიდრე აქამდე იყო, პარლამენტში წარმოდგენილი 9 პარტიით, რომლებიც გაცილებით მრავალფეროვან შეხედულებებსა და პერსპექტივებს წარმოაჩენენ.

ამ საარჩევნო ცვლილებების შედეგად პარლამენტში უფრო მეტი ქალია. და ზოგიერთი პრობლემა, რომელიც ამ არჩევნების დროს დავინახეთ, შესაძლოა, უნდა ყოფილიყო შეტანილი ზაფხულში ჩატარებულ საარჩევნო რეფორმაში.

ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებდა პარლამენტის მუშაობას, ასე რომ, საარჩევნო სისტემის რეფორმა არ იყო ისეთი ძლიერი, როგორიც შეიძლებოდა ყოფილიყო იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია პარლამენტში ცვლილებების პროცესში მიიღებდა მონაწილეობას“, – განაცხადეს ბრიფინგზე, რომლის შესახებაც მასალა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსდა.