აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - რუსეთმა უნდა გაიყვანოს ძალები და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - რუსეთმა უნდა გაიყვანოს ძალები და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია

რუსეთმა უნდა გაიყვანოს ძალები და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რას აკეთებს ამერიკის შეერთებული შტაბები, რათა ამ მიმართულებით ქართველ ხალხს დაეხმაროს, მილერმა უპასუხა, რომ ამერიკა განაგრძობს, ნათლად გამოხატოს მხარდაჭერა იმ პოლიტიკისადმი, რაც გულისხმობს რუსული ძალების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანას.

„მე უბრალოდ ვიტყოდი რუსეთის პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით, რომ თუ გადავხედავთ იმ სანქციებს, რომლებიც ჩვენ რუსეთს დავუწესეთ უკრაინის ომის დაწყების შემდეგ და, დიახ, ეს არის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, ამან შეამცირა რუსეთის სამხედრო შესაძლებლობები. ამან ზიანი მიაყენა რუსეთის ეკონომიკას. ასე რომ, ვფიქრობ, რუსეთის პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი პოზიცია“, – აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.

ამასთან, ჟურნალისტმა მეთიუ მილერს ჰკითხა, ფიქრობს თუ არა, რომ ზელენკის „მშვიდობის ფორმულა“ საქართველოსაც მიესადაგება, რაზეც სპიკერმა უპასუხა, რომ მას არ სურს ორი სხვადასხვა სიტუაციის მქონე ქვეყნის შედარება.