აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტი უსაფრთხოების გარემოების გამო დაიკეტა

23:12, 08.11.2023

რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტი ეგვიპტესა და ღაზას შორის უსაფრთხოების გარემოების გამო დაიკეტა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა.

პატელს არ დაუსახელებია, თუ რა გარემოებაზეა საუბარი, მაგრამ აღნიშნა, რომ მოსალოდნელია გადასასვლელის ხელახლა გახსნა, როდესაც საკითხი მოგვარდება, რათა დახმარება შევიდეს ღაზაში და უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა გააგრძელონ ევაკუაცია.

„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ეგვიპტისა და ისრაელის მთავრობასთან პარტნიორობით, რათა უსაფრთხო გადასასვლელი არსებობდეს აშშ-ის მოქალაქეებისთვის და სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ღაზის სექტორიდან გასასვლელად“, – აღნიშნა პატელმა.

მსგავსი