აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილისადმი სამართლიანი მოპყრობა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილისადმი სამართლიანი მოპყრობა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ხელისუფლებას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი მოპყრობისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ გამართულ ბრიფინგზე უწყების პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

„ჩვენ მოვლენებს ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ბატონი სააკაშვილისადმი სამართლიანი მოპყრობა საქართველოს კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა სფეროში საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად”, – განაცხადა ნედ პრაისმა გამართულ ბრიფინგზე.