აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – მხარეებს სიმშვიდისკენ მოვუწოდებთ, ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი, ასევე, პალესტინელ ხალხს აქვს დაცულობის უფლება

00:44, 12.05.2021

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ღრმად არის შეშფოთებული ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის შექმნილი ვითარებით.

განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთდა.

დეპარტამენტის პრესმდივნის, ნედ სპაისის განცხადებით, აშშ მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

„მხარეებს თავშეკავებისა და სიმშვიდისკენ მოვუწოდებთ. ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი და უპასუხოს სარაკეტო თავდასხმებს. ასევე, პალესტინელ ხალხს აქვს უსაფრთხოებისა და დაცულობის უფლება“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

მსგავსი