აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კრემლს მოუწოდებს, შეწყვიტოს „ფილტრაციის ოპერაციები“ უკრაინის ტერიტორიაზე
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კრემლს მოუწოდებს, შეწყვიტოს „ფილტრაციის ოპერაციები“ უკრაინის ტერიტორიაზე

აშშ რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს „ფილტრაციის ოპერაციები“ უკრაინის ტერიტორიაზე.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კრემლი დაადანაშაულეს უკრაინაში ე.წ. ფილტრაციული ოპერაციების განხორციელების ზედამხედველობაში და იმ უკრაინელების სიების შედგენაში, რომლებიც იძულებით უნდა იყვნენ გადაყვანილნი რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე. სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდეს მოსკოვს, შეწყვიტოს მსგავსი პრაქტიკა.

„აშშ-ს აქვს ინფორმაცია, რომ პირები რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ზედამხედველობენ და კოორდინირებას უწევენ ფილტრაციის ოპერაციებს. ჩვენთვის ასევე ცნობილია, რომ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები ადგენენ უკრაინელთა სიას, რომლებიც ფილტრაციას უნდა დაექვემდებარონ. ჩვენ მოვითხოვთ, რომ რუსეთმა დაუყვნებლივ შეწყვიტოს ეს ფილტრაციის ოპერაციები”, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ვედანტ პატელმა.

„როიტერის” ცნობით, გასულ თვეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით, იელის უნივერსიტეტში გამოაქვეყნეს ანგარიში, რომელშიც აღნიშნულია, რომ რუსეთი და მისი მარიონეტული ძალები უკრაინაში 21 ადგილს იყენებენ მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაკავებისთვის, დაკითხვისთვის და დამუშავებისთვის.

ამასთან, უკრაინის ოფიციალური პირები რუსებს უკრაინიდან ასობით ათასი უკრაინელის დეპორტაციაში სდებენ ბრალს რუსეთის მიერ კონტროლირებად და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიებზე.