აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - იარაღთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმების დადების შემთხვევაში, ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას მეტ სანქციებს დაუწესებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - იარაღთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმების დადების შემთხვევაში, ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას მეტ სანქციებს დაუწესებს

ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას მეტ სანქციებს დაუწესებს, თუ ისინი დადებენ რაიმე შეთანხმებას იარაღთან დაკავშირებით, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მეთიუ მილერის თქმით, შეშფოთებულია იმით, რომ რუსეთი საუბრობს ჩრდილოეთ კორეასთან თანამშრომლობაზე ისეთ საკითხებზე, რაც პოტენციურად არღვევს გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას.

„როგორც უკვე ვთქვით, გვაქვს საფუძველი, ვიფიქროთ, რომ ისინი აპირებენ სამხედრო ტრანსფერების განხილვას. ეს საკმაოდ შემაშფოთებელია და პოტენციურად არღვევს გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს მრავალჯერად დადგენილებებს. ჩვენ უკვე მივიღეთ მთელი რიგი ქმედებები სანქციების დასაწესებლად მათ მიმართ, ვინც შუამავლობდა იარაღის გაყიდვას ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის და საჭიროების შემთხვევაში, არ მოგვერიდება დამატებითი სანქციების დაწესება“, – აღნიშნა მილერმა.