აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჩინეთს აფრთხილებს, რომ რუსეთისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებას ტრაგიკული შედეგები მოჰყვება
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჩინეთს აფრთხილებს, რომ რუსეთისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებას ტრაგიკული შედეგები მოჰყვება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჩინეთს აფრთხილებს, რომ რუსეთისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებას ტრაგიკული შედეგები მოჰყვება, პირველ რიგში კი, უკრაინელი ხალხისთვის.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ნედ პრაისის თქმით, ეს ასევე იქნება მკაფიო სიგნალი ქვეყნებისთვის, რომ პეკინის განცხადება, თითქოს არცერთ მხარეს არ იკავებს ამ ომში, ტყუილია.

მისივე განცხადებით, ჩინეთს მოუწევს, გასცეს კითხვას პასუხი, რატომ აწვდის ლეტალურ იარაღს რუსეთს. ამასთან, კითხვები უკვე არსებობს რუსეთისთვის გაწეული სხვა ტიპის დახმარებებთან დაკავშირებით, მათ შორის ეკონომიკური, დიპლომატიური, პოლიტიკური თუ მოსკოვის რიტორიკის მხარდაჭერის მიმართ.

„ეს არის კითხვები, რომლებზეც პასუხი უნდა გასცეს ქვეყანამ, რომელიც თავისი ნეიტრალიტეტის შესახებ აცხადებს ამ სასტიკ, აგრესიულ ომში“, – განაცხადა პრაისმა.