აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ახლო აღმოსავლეთში მყოფ მოქალაქეებს ირანის ომის გამო ფრენების შესაძლო გაუქმებისთვის მომზადებისკენ მოუწოდებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახლო აღმოსავლეთში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდა, მზად იყვნენ საგანგებო სიტუაციებისთვის, რადგან ირანთან მიმდინარე ომის გამო, შესაძლოა, ავიარეისები გაუქმდეს და საჰაერო მიმოსვლა შეფერხდეს.
ეს გაფრთხილება გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ „მასშტაბური თავდასხმის“ განხორციელების შესაძლებლობაზე ისაუბრა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში მყოფმა ამერიკელებმა უნდა გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და გაითვალისწინონ ფრენების შესაძლო გაუქმება, საჰაერო სივრცის დროებითი ჩაკეტვა და სამოგზაურო შეფერხებები.
Worldwide Caution: Due to heightened tensions in the Middle East, the security environment remains complex with the potential for unforeseen escalation.
Americans currently in the Middle East should exercise caution and heightened vigilance and should be prepared for flight… pic.twitter.com/PNSVFgfPpP
— TravelGov (@TravelGov) July 23, 2026