აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი – სკოტ ბესენტმა პიტერ სიიარტოსთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა აშშ-უნგრეთის ურთიერთობის მნიშვნელობას ევროპისთვის ამ მნიშვნელოვან მომენტში

10:35, 20.02.2025

აშშ-ის სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, პიტერ სიიარტოს შეხვდა.

„როიტერის“ ინფორმაციით, განხილვის მთავარი თემები საერთო ეკონომიკური და ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტები იყო.

„მდივანმა ბესენტმა ხაზი გაუსვა აშშ-უნგრეთის ურთიერთობისა და ორ ქვეყანას შორის უწყვეტი კოორდინაციის მნიშვნელობას ევროპისთვის ამ მნიშვნელოვან მომენტში“, – ნათქვამია სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში.

მსგავსი