აშშ-ის სახაზინო მდივანი - ირანის მმართველებს მილიონობით, ათეულობით მილიონი დოლარი გააქვთ ქვეყნიდან, ვირთხები გემიდან გარბიან
აშშ-ის სახაზინო მდივანი - ირანის მმართველებს მილიონობით, ათეულობით მილიონი დოლარი გააქვთ ქვეყნიდან, ვირთხები გემიდან გარბიან

ვირთხები გემიდან გარბიან, – ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა „ნიუსმაქსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ირანის ხელმძღვანელობას ქვეყნიდან მილიონობით დოლარი გააქვს.

„როგორც ხაზინა, რომელიც სანქციებს ახორციელებს, ჩვენ ვხედავთ, როგორ გარბიან ვირთხები გემიდან. ვხედავთ, რომ ირანის მმართველებს მილიონობით, ათეულობით მილიონი დოლარი ქვეყნიდან გააქვთ. ისინი გემს ტოვებენ და ჩვენ ამას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბაკნებითა და საფინანსო ინსტიტუტების მეშვეობით ვხედავთ. ჩვენ ამ აქტივებს ვაკვირდებით, ისინი მათ შენარჩუნებას ვერ შეძლებენ“, – აღნიშნა ბესენტმა ინტერვიუში.