აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა ქსელს, რომელიც ირანიდან და რუსეთიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების უკანონო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა ქსელს, რომელიც ირანიდან და რუსეთიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების უკანონო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დააწესა იმ ქსელის წინააღმდეგ, რომელიც ირანიდან და რუსეთიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების უკანონო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

კერძოდ, ახალი სანქციები ეხება 50-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, ასევე 50-ზე მეტ გემს, რომლებიც შედიან ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მრჩევლის შვილის, მოჰამად შამხანის კონტროლირებულ ქსელში.

„ეს ქსელი ირანიდან და რუსეთიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებას ახდენს, ასევე სხვა ტვირთების მთელ მსოფლიოში, რასაც ათეულობით მილიარდი დოლარის მოგება მოაქვს“, – აცხადებენ სახაზინო დეპარტამენტში.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადების თანახმად, სხვა საკითხებთან ერთად, ჰოსეინ შამხანის მიერ მართული ქსელი აკონტროლებს ირანიდან ნედლი ნავთობის ექსპორტის მნიშვნელოვან ნაწილს, რომლის შემოსავლები მიემართება მის ოჯახსა და ირანის რეჟიმთან.

„შამხანების ოჯახის წევრებს ასევე აქვთ სხვა ქვეყნების მოქალაქეობა, რაც მათ საშუალებას აძლევთ, დამალონ ირანთან კავშირები, მართონ ბიზნესი საზღვარგარეთ და დამალონ კორუფციული სქემები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, მისი უწყების დღევანდელი ნაბიჯი წარმოადგენს ყველაზე მსხვილ ზეწოლას ირანზე.