აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ირანთან დაკავშირებული პირების, ორგანიზაციებისა და გემების წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა

23:28, 15.04.2026

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ირანთან დაკავშირებული პირების, ორგანიზაციებისა და გემების წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა.

დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, სანქციები დაუწესდათ სამ ფიზიკურ პირს, ცხრა გემსა და 17 იურიდიულ სუბიექტს, რაც შესაძლოა, კომპანიებს ან ორგანიზაციებს გულისხმობდეს.

მანამდე ბესენტმა აღნიშნა, რომ ორმა ჩინურმა ბანკმა სახაზინო დეპარტამენტისგან გაფრთხილება მიიღო: თუ დადასტურდება, რომ მათ ანგარიშებზე ირანული სახსრები ინახება, შეერთებული შტატები მათ წინააღმდეგ მეორად სანქციებს დააწესებს.

სკოტ ბესენტის თქმით, ანალოგიური გაფრთხილება გაეგზავნათ იმ ქვეყნებსაც, რომლებიც ირანულ ნავთობს ყიდულობენ.

მსგავსი