აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ირანთან დაკავშირებულ ხუთ ფიზიკურ და 20 იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ირანთან დაკავშირებულ ხუთ ფიზიკურ და 20 იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ირანთან დაკავშირებით ახალი სანქციების შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია.

აშშ-ის მიერ სასანქციო სიაში ხუთი ფიზიკური და 20 იურიდიული პირი მოხვდა.

სანქცირებულთა შორის არის ჰონგ კონგში ბაზირებული ორი კომპანია. შავ სიაში შეიყვანეს ასევე სამი ხომალდიც.