აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ირანის ცხრა მოქალაქე და 47 ორგანიზაცია, ასევე თურქული და გერმანული კომპანიები სასანქციო სიაში შეიყვანა
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ირანის ცხრა მოქალაქე და 47 ორგანიზაცია, ასევე თურქული და გერმანული კომპანიები სასანქციო სიაში შეიყვანა

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ირანის ცხრა მოქალაქე და 47 ორგანიზაცია, ასევე ერთი თურქული და ერთი გერმანული კომპანია სასანქციო სიაში შეიყვანა.

ამის შესახებ ინფორმაცია, უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნული ფიზიკური და იურიდიული პირები ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მიერ კონტროლირებულ, ისლამური რევოლუციის „მოსტაზაფანის ფონდთან“ არიან დაკავშირებული.

მათივე ინფორმაციით, „მოსტაზაფანის ფონდი“ ირანის ისეთ მთავარ სექტორებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ეკონომიკა, ფინანსები, მშენებლობა და სხვ. 160 ჰოლდინგით არის წარმოდგენილი.