აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივანი - რუსული ნავთობის სრული აკრძალვა ევროპაში ენერგორესურსებზე ფასების მკვეთრ ზრდას გამოიწვევს
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივანი - რუსული ნავთობის სრული აკრძალვა ევროპაში ენერგორესურსებზე ფასების მკვეთრ ზრდას გამოიწვევს

რუსული ნავთობის სრული აკრძალვა ევროპაში ენერგორესურსებზე ფასების მკვეთრ ზრდას გამოიწვევს, – ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივანმა, ჯანეთ იელენმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთიდან ნავთობის ექსპორტის დაბლოკვის პრობლემა იმაშია, რომ მრავალი ქვეყანა, განსაკუთრებით ევროპაში, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ამ ნავთობზე, რაც სავარაუდოდ ფასების ზრდას განაპირობებს.

იელენი იმედს გამოთქვამს, რომ ნავთობკომპანიები მოპოვების პროცესს გაზრდიან. მან ასევე ყურადღება გაამახვილა უკრაინასა და მის მიღმა უზარმაზარ ეკონომიკურ შედეგებზე, მათ შორის საკვებ პროდუქტებზე ფასების გლობალურ ზრდაზე, რაც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ განაპირობა.