აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს აუხსნის, რომ სანქციების გამკაცრებასა თუ შემსუბუქებაზე ყველა ვარიანტი განიხილება
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს აუხსნის, რომ სანქციების გამკაცრებასა თუ შემსუბუქებაზე ყველა ვარიანტი განიხილება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ალასკაზე შეხვედრის დროს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ნათლად აუხსნის, რომ მოსკოვისთვის სანქციების გამკაცრებასა თუ შემსუბუქებასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება. ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა.

როგორც ბესენტმა განმარტა, სანქციები, შესაძლოა, გაიზარდოს, შემსუბუქდეს და ვადებიც ჰქონდეს.

„დონალდ ტრამპი პრეზიდენტ პუტინს ნათლად აუხსნის, რომ ყველა ვარიანტი განიხილება“, – განაცხადა ბესენტმა.

სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, ევროპელები აშშ-ს სანქციებში უნდა შეუერთდნენ და მეტი ბერკეტის შექმნაში დაეხმარონ.