აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი – მოვუწოდებთ ჩინეთს, იყოს საიმედო პარტნიორი სავაჭრო მოლაპარაკებებში
WASHINGTON, DC - JANUARY 16: Billionaire hedge fund manager Scott Bessent testifies before the Senate Finance Committee during his confirmation hearing for Treasury Secretary in the Dirksen Senate Office Building on Capitol Hill on January 16, 2025 in Washington, DC. The founder of Key Square Group and former colleague of Democratic megadonor George Soros, Bessent donated and helped raise millions of dollars for President-elect Donald Trump, who nominated Bessent to be the next Secretary of the Treasury. (Photo by Chip Somodevilla/Getty Images)
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სკოტ ბესენტმა ჩინეთს მოუწოდა, იყოს საიმედო პარტნიორი სავაჭრო მოლაპარაკებებში.
ამის შესახებ სკოტ ბესენტმა წარმომადგენელთა პალატაში საკომიტეტო მოსმენის დროს განაცხადა.
„ასობით ქვეყანა დაუკავშირდა ადმინისტრაციას შეთავაზებებით აშშ-თან თავიანთი სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესების შესახებ. ეს ვრცელდება ჩინეთზეც. ახლახან დავბრუნდი ლონდონიდან, სადაც წარმატებული მოლაპარაკებები გაიმართა ჩინეთის დელეგაციასთან, რაც არა მხოლოდ დაასტაბილურებს ეკონომიკურ ურთიერთობებს ჩვენს ორ ეკონომიკას შორის, არამედ უფრო დაბალანსებულსაც გახდის. ჩინეთი თუ შეასრულებს თავის ვალდებულებებს პირველადი სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში, რომელიც ჟენევაში ჩამოვაყალიბეთ – და მჯერა, ლონდონში ჩვენი მოლაპარაკებების შემდეგ ასეც იქნება – მაშინ შესაძლებელია მსოფლიოს ორი უმსხვილესი ეკონომიკის ხელახალი დაბალანსება“, – განაცხადა სკოტ ბესენტმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ისა და ჩინეთის წარმომადგენლებმა სავაჭრო შეთანხმების გასაფორმებლად ლონდონში მოლაპარაკებები დაიწყეს. შეხვედრის ორგანიზებაზე დონალდ ტრამპი და სი ძინპინი 5 ივნისს სატელეფონო საუბრის დროს შეთანხმდნენ.