აშშ-ის საიმიგრაციო აგენტებმა დააკავეს პალესტინელი სტუდენტი, რომელიც ნიუ იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტში პროპალესტინურ აქციებს ხელმძღვანელობდა
აშშ-ის საიმიგრაციო აგენტებმა დააკავეს პალესტინელი სტუდენტი, რომელიც ნიუ იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტში პროპალესტინურ აქციებს ხელმძღვანელობდა

აშშ-ის საიმიგრაციო აგენტებმა დააკავეს პალესტინელი სტუდენტი, რომელიც ნიუ იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტში პროპალესტინურ საპროტესტო აქციებს ხელმძღვანელობდა. სტუდენტური პროფკავშირის ინფორმაციით, მაჰმუდ ხალილი შაბათს საღამოს უნივერსიტეტის რეზიდენციაში დააკავეს. არსებული ცნობებით, ხალილის ცოლი აშშ-ის მოქალაქეა, თავად მას კი აშშ-ში მუდმივი ბინადრობისთვის „მწვანე ბარათი“ აქვს.

ხალილის დაკავების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სოციალურ ქსელში გააზიარა.

„ჩვენ გავუუქმებთ ვიზებს ან/და „მწვანე ბარათებს“ „ჰამასის“ ყველა მომხრეებს ამერიკაში, რათა მათი დეპორტაცია იყოს შესაძლებელი“, – აღნიშნა მატრკო რუბიომ.

აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტმა ხალილის დაკავების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა და განაცხადა, რომ ის დააკავეს „ჰამასთან“ დაკავშირებული საქმიანობის ხელმძღვანელობისთვის.

პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შემდეგ მალევე დონალდ ტრამპმა გამოსცა აღამსრულებელი განკარგულება ანტისემიტიზმთან ბრძოლის შესახებ და განაცხადა, რომ ქვეყნიდან გააძევებდა პროპალესტინურ დემონსტრაციაში მონაწილე იმ სტუდენტებს, რომლებიც აშშ-ის მოქალაქეები არ არიან. მაჰმუდ ხალილის დაკავებამდე ტრამპის ადმინისტრაციამ გაუუქმა კოლუმბიის უნივერსიტეტს 400 მილიონი დოლარის ღირებულების სამთავრობო კონტრაქტები და გრანტები.