აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ატაშე - ქართველ კოლეგებთან პარტნიორობას პრაქტიკული შედეგები მოჰყვა, საჭიროა მჭიდრო თანამშრომლობა, რომ ვებრძოლოთ შესაბამისი სახის დანაშაულს
აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ატაშე - ქართველ კოლეგებთან პარტნიორობას პრაქტიკული შედეგები მოჰყვა, საჭიროა მჭიდრო თანამშრომლობა, რომ ვებრძოლოთ შესაბამისი სახის დანაშაულს

საქართველოსთან, ჩვენს ქართველ კოლეგებთან პარტნიორობას ხელმოსაჭიდი და პრაქტიკული შედეგები მოჰყვა, – ამის შესახებ აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ატაშემ, მაქსიმილიან თრქულიამ განაცხადა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე, რომელიც ეხებოდა ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დაკავებას. 

კერძოდ, ქართველმა სამართალდამცველებმა, ამერიკელ და პოლონელ კოლეგებთან ერთად, კრიპტოვალუტის გათეთრების საქმეზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება ჩაატარეს.

მაქსიმილიან თრქულიას თქმით, მნიშვნელოვანია შესაბამისი ორგანოების მჭიდრო თანამშრომლობა მსგავს დანაშაულთან საბრძოლველად.

„რეგიონული სამსახური მაბარია შესაბამის ოფისში. აშშ-ის შესაბამისი სამსახური იცავს შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტს, უმაღლესი დონის პირებს, რომლებიც ჩამოდიან შეერთებულ შტატებში. რასაკვირველია, ბევრმა ადამიანმა იცის კრიტიკული მნიშვნებლობა ამ დაწესებულებისა, იცავენ ქვეყანას, მის უსაფრთხოებას და ცდილობენ, თავიდან აარიდონ ქვეყანას, დავუშვათ, ყალბი ფულის მოჭრა, ამგვარი ტიპის რამე დანაშაული. დღესდღეობით, შეიძლება ითქვას, მსოფლიო გაერთიანებულია, საჭიროა ჩვენი შესაბამისი ორგანოების მჭიდრო თანამშრომლობა, რომ ამ მიმართულებით ვებრძოლოთ შესაბამისი სახის დანაშაულს. რასაკვირველია, პარტნიორობა საქართველოსთან, ჩვენს ქართველ კოლეგებთან არის ის დიდებული მაგალითი, რომელსაც მოჰყვა ხელმოსაჭიდი და პრაქტიკული შედეგები. მინდა, გამოვხატო მადლიერება საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების მოწყობისთვის“, – განაცხადა მაქსიმილიან თრქულიამ.