აშშ-ის საჰაერო სივრცეში, მასაჩუსეტსის შტატში თვითმფრინავი, რომელიც ბერმუდის კუნძულებიდან ბოსტონში მიფრინავდა, რადარებიდან გაუჩინარდა
აშშ-ის საჰაერო სივრცეში, მასაჩუსეტსის შტატის კუნძულ ნანტაკეტის რაიონში თვითმფრინავი, რომელიც ბერმუდის კუნძულებიდან ბოსტონში მიფრინავდა, რადარებიდან გაუჩინარდა.
როგორც ცნობილია, თვითმფრინავი Gulfstream G-100 სამედიცინო რეისს ასრულებდა და მასში ექვსი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის ოთხი წევრი და ორი მგზავრია.
როგორც ცნობილია, თვითმფრინავი ბერმუდიდან ღამით, 3 ოქტომბერს გაფრინდა და მასთან კავშირის დაახლოებით ღამის პირველ საათზე გაწყდა.
თვითმფრინავი კანადურ კომპანიას Latitude Air Ambulance ეკუთვნის, რომელიც „საჰაერო სასწრაფო დახმარების“ რეისებზეა სპეციალიზებული.
დაწყებულია სამძებრო სამუშაოები.