აშშ-ის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ, მოკავშირეებთან ერთად, იემენში „ჰუსიტების“ 60-ზე მეტ ობიექტს დაარტყეს
აშშ-ის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ, მოკავშირეებთან ერთად, იემენში „ჰუსიტების“ 60-ზე მეტ ობიექტს დაარტყეს

აშშ-ის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ, მოკავშირეებთან ერთად, იემენში „ჰუსიტების“ 60-ზე მეტ ობიექტს დაარტყეს.

ობიექტები მოიცავს სამეთაურო-საკონტროლო ცენტრებს, საბრძოლო მასალის საცავებს, გამშვებ სისტემებსა და საჰაერო თავდაცვის სარადარო სისტემებს.

დარტყმებისას 100-ზე მეტი მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალა იქნა გამოყენებული.

„ჩვენ ვრჩებით ერთგული ჩვენი პარტნიორების მიმართ მთელ ახლო აღმოსავლეთში, რათა დავიცვათ ისინი ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფებისგან, მათ შორის „ჰუსიტებისგან“ და საფრთხისგან, რომელსაც ისინი უქმნიან რეგიონულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას“, – აღნიშნა აშშ-ის საჰაერო ძალების ცენტრალურმა სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა ალექს გრინკევიჩმა.

იემენში, „ჰუსიტების“ ობიექტებზე თავდასხმები აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ძალებმა განახორციელეს. აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენლის განცხადებით,  დარტყმები თვითმფრინავებიდან, გემებიდან და წყალქვეშა ნავებიდან მოხდა. მედიაში გავრცელებული ცნობით, დარტყმები დედაქალაქ სანში, „ჰუსიტების“ წითელი ზღვის პორტ ჰუდაიდაში, დამარსა და საადაში განხორციელდა.