აშშ-ის საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების კომისიის თავმჯდომარე – ილია მეორის გარდაცვალება დიდი დანაკარგია ყველა მორწმუნისთვის, ჩემი გულწრფელი სამძიმარი ქართველ ერს
WASHINGTON, DC - January 18: Rep. Vicky Hartzler (R-MO) speaks at a news conference announcing a new division on Conscience and Religious Freedom at the Department of Health and Human Services January 18, 2018 in Washington, DC. The new division, part of the department's Office of Civil Rights, will aide medical professionals who object to certain procedures on religious grounds. (Photo by Aaron P. Bernstein/Getty Images)
აშშ-ის საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების კომისიის თავმჯდომარე ვიკი ჰარცლერი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ქართველ ერს სამძიმარს უცხადებს.
„ძალიან დანაღვლიანებული ვართ ამ სამწუხარო ამბის გაგებით. ეს დიდი დანაკარგია ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიისა და ყველა მორწმუნისთვის. ჩემი გულწრფელი თანაგრძნობა და სამძიმარი ელჩს, საელჩოსა და მთელ ქართველ ერს“, – აცხადებს ჰარცლერი.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ. კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.