აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირსა და ღაზას სექტორში პალესტინელებს დახმარება შეუწყვიტა

15:20, 01.02.2019

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირსა და ღაზას სექტორში პალესტინელებს დახმარება შეუწყვიტა.

აშშ-ის ახალი კანონმდებლობის მიერ დაწესებული ვადებით, ასევე შეწყდა პალესტინის უსაფრთხოების ძალების დახმარება, რაც 60 მილიონ დოლარს შეადგენდა.

აშშ-ის დახმარების მიზანი, ისრაელის უსაფრთხოების ძალებთან თანამშრომლობა და დასავლეთ ნაპირზე მშვიდობის შენარჩუნება იყო.

კონგრესის „ანტიტერორისტული აქტი“ აშშ-ის მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, სასამართლოში უჩივლონ უცხოური დახმარების მიმღებებს, საომარ მოქმედებებში სავარაუდო თანამონაწილეობის გამო.

2017 წელს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ ღაზას სექტორში და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე საჯარო პროექტების დასაფინანსებლად და კერძო სექტორის დავალიანების დასაფარად 268 მილიონი დოლარი დახარჯა.

მსგავსი