აშშ-ის საელჩოსთან შეკრებილი სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები შიმშილობას აგრძელებენ
აშშ-ის საელჩოსთან შეკრებილი სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები შიმშილობას აგრძელებენ

სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები უკვე 25-ე დღეა, პროტესტის უკიდურეს ფორმას შიმშილობას მიმართავენ. დღეს ისინი ე.წ. მშრალ შიმშილობაზე გადავიდნენ. პროტესტის მონაწილეები რამდენიმე დღეა, რაც თბილისში, აშშ-ის საელჩოსთან არიან შეკრებილები.

შუქრუთის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მოლაპარაკებების დაწყებისთვის მზადყოფნასთან დაკავშირებით „ჯორჯიან მანგანეზის“ მხრიდან გაკეთებული განცხადების მიუხედავად, კომპანიიდან დღემდე არავინ დაკავშირებიათ.

მათ პრობლემას ადგილზე გაეცნო „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე. მისი თქმით, სოფლის მოსახლეობას პარლამენტში უშუამდგომლებს. ადგილზე იმყოფებოდნენ მესამე სექტორის წარმომადგენლებიც, რომლებიც არ გამორიცხავენ აქციების დაწყებასაც.