აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების ოფისმა საქართველოს დაცვის პოლიციას ნიღბები გადასცა

10:29, 25.09.2020

საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების ოფისმა საქართველოს დაცვის პოლიციას ნიღბები გადასცა.

„მადლიერების გამოსახატად და ჩვენი პარტნიორების მნიშვნელოვანი საქმიანობისას მათი უსაფრთხოების შესანარჩუნებლად, ამ კვირაში აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების ოფისმა საქართველოს დაცვის პოლიციას ნიღბები გადასცა.

საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების ოფისი აფასებს არსებულ მტკიცე პარტნიორობას და მოუთმენლად ელის სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებს საქართველოს დაცვის პოლიციის დეპარტამენტთან“, – აცხადებენ აშშ-ის საელჩოში.

მსგავსი