აშშ-ის საელჩოს დელეგაცია ელჩ რობინ დანიგანთან ერთად საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა
აშშ-ის საელჩოს დელეგაცია ელჩ რობინ დანიგანთან ერთად საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ავრცელებს.
„გუშინ ჩვენ ვუმასპინძლეთ საქართველოში აშშ-ის საელჩოს დელეგაციას ელჩ დანიგანის ხელმძღვანელობით თვაურებში, ოძისსა და გორაკაში პატრულირებისას. ჩვენმა დამკვირვებლებმა მიაწოდეს დელეგაციას ინფორმაცია „ბორდერიზაციის“ ბოლო ქმედებებთან და კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე გადაადგილების შეზღუდვის გავლენასთან დაკავშირებით“,- ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში.
Yesterday, we hosted a delegation of the 🇺🇸 @usingeo, led by Amb. Dunnigan, on a patrol to Tvaurebi, Odzisi and Goraka. Our monitors briefed the delegation on recent ‘borderisation’ activities and the impact of the restriction of movement on the conflict-affected population. pic.twitter.com/BQTcUApuVC
— EU Monitoring Mission in Georgia (@EUMMGeorgia) December 13, 2023