აშშ-ის საელჩომ საქართველოს თავდაცვის ძალებს 11.5 მილიონი დოლარის აღჭურვილობა გადასცა
აშშ-ის საელჩომ საქართველოს თავდაცვის ძალებს 11.5 მილიონი დოლარის აღჭურვილობა გადასცა

აშშ-ის საელჩომ საქართველოს თავდაცვის ძალებს 26 ტონა უსაფრთხოების დახმარება გადასცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

საელჩოს ცნობით, აღჭურვილობა 11.5 მილიონი დოლარის ღირებულებისაა და თავდაცვის ძალებს შესაძლებლობების გასაძლიერებლად გადასცეს.

„დღეს საქართველოს თავდაცვის ძალებს მათი შესაძლებლობების გასაძლიერებლად, 26 ტონა უსაფრთხოების დახმარება გადავეცით. ეს 11.5 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობა ერთ-ერთი გზაა, რომლითაც ამერიკის მთავრობა მხარს უჭერს თავის სტრატეგიულ პარტნიორ საქართველოს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.