აშშ-ის საელჩო - ვულოცავთ საქართველოში C ჰეპატიტის აღმოფხვრის გუნდს აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის უმაღლესი ჯილდოს მიღებას
აშშ-ის საელჩო - ვულოცავთ საქართველოში C ჰეპატიტის აღმოფხვრის გუნდს აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის უმაღლესი ჯილდოს მიღებას

ვულოცავთ საქართველოში C ჰეპატიტის აღმოფხვრის გუნდს დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) უმაღლესი ჯილდოს მიღებას ბრწყინვალე პარტნიორობისთვის, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„CDC-ის დირექტორმა როშელ ვალენსკიმ C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული გასაოცარი სამუშაო აღნიშნა, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ხორციელდება და რომელმაც 2015 წლიდან 52,000-ზე მეტი ადამიანი განკურნა“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.