აშშ-ის საელჩო - ვულოცავთ საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს ისტორიულ წარმატებას, თქვენ შექმენით ისტორია
აშშ-ის საელჩო - ვულოცავთ საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს ისტორიულ წარმატებას, თქვენ შექმენით ისტორია

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს.

„ვულოცავთ საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს ისტორიულ წარმატებას და პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას!

ამერიკის საელჩო ამაყობს, რომ მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან ახალგაზრდა კალათბურთელთა მხარდაჭერის საქმეში. თქვენ შექმენით ისტორია!“- აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს ფეისბუქგვერდზე.

პირველად ისტორიაში, საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.