აშშ-ის საელჩო - ვაქცინა საუკეთესო საშუალებაა კორონავირუსთან საბრძოლველად, სასიხარულოა, რომ ჩვენი ქართველი მეგობრები აგრძელებენ აცრის პროცესს
აშშ-ის საელჩო - ვაქცინა საუკეთესო საშუალებაა კორონავირუსთან საბრძოლველად, სასიხარულოა, რომ ჩვენი ქართველი მეგობრები აგრძელებენ აცრის პროცესს

სასიხარულოა იმის ნახვა, რომ ჩვენი ქართველი პარტნიორები და მეგობრები აგრძელებენ აცრის პროცესს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

„ვაქცინები კვლავაც საუკეთესო საშუალებაა, რაც გაგვაჩნია „კოვიდ-19“-თან საბრძოლველად. სასიხარულოა იმის ნახვა, რომ ჩვენი ქართველი პარტნიორები და მეგობრები აგრძელებენ აცრის პროცესს. შეერთებული შტატები ამაყობს, რომ „კოვაქსისა“ (ოთხი მილიარდი დოლარი) და იუნისეფ-ის უმსხვილესი დონორია. ისინი ეხმარებიან ვაქცინების მიწოდებას მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში, რომელიც საელჩოს ფეისბუქგვერდზე გავრცელდა.

ვაქცინები კვლავაც საუკეთესო საშუალებაა რაც გაგვაჩნია COVID-19-თან საბრძოლველად. სასიხარულოა იმის ნახვა, რომ ჩვენი…

Posted by US Embassy Tbilisi, Georgia on Thursday, March 25, 2021