აშშ-ის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს 21-23 ივნისს მოსალოდნელი საპროტესტო აქციების შესახებ აფრთხილებს და დემონსტრაციებისთვის თავის არიდებას ურჩევს
აშშ-ის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს 21-23 ივნისს მოსალოდნელი საპროტესტო აქციების შესახებ აფრთხილებს და დემონსტრაციებისთვის თავის არიდებას ურჩევს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საკუთარ მოქალაქეებს 21-23 ივნისს მოსალოდნელი საპროტესტო აქციების შესახებ აფრთხილებს და დემონსტრაციებისთვის თავის არიდებას ურჩევს.

„გასული ღამით თბილისის ცენტრში დემონსტრაციების ძალადობრივი ესკალაციის შემდეგ, რა დროსაც პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, ამაღამ და შესაძლოა შაბათ-კვირას საპროტესტო აქტივობების გაგრძელებაა მოსალოდნელი. ამას გარდა, კვირის ბოლოს თბილისში ჯერჯერობით უცნობ ადგილებში შესაძლოა, ჩატარდეს პრაიდის კვირეულის ფარგლებში საჯარო ღონისძიებები. ლგბტ-თემის მოწინააღმდეგე ჯგუფის ძალადობრივი, ანტიამერიკული რიტორიკიდან გამომდინარე, საელჩომ განსაზღვრა, რომ არსებობს გაზრდილი რისკი, რომ ამერიკელები შესაძლოა, სამიზნეები გახდნენ. აშშ-ის სამთავრობო პერსონალისთვის გაცემულია მითითება, არ მიიღონ მონაწილეობა რომელიმე დემონსტრაციაში და თავი მოარიდონ ბევრი ხალხის შეკრების ადგილებს“, – ნათქვამია აშშ-ის დიპლომატიური მისიის განცხადებაში.

საელჩო ასევე ურჩევს თანამშრომლებს, ყურადღება გამოიჩინონ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნისას და თვალი ადევნონ ადგილობრივ მედიას სიახლეების გასაგებად.