აშშ-ის საელჩო შსს-ს ექსპერტიზის ლაბორატორიებს თითის ანაბეჭდების, სახის ამოცნობისა და დოკუმენტების კვლევის მიმართულებით საერთაშორისო აკრედიტაციის მიღებას ულოცავს [ფოტო]
აშშ-ის საელჩო შსს-ს ექსპერტიზის ლაბორატორიებს თითის ანაბეჭდების, სახის ამოცნობისა და დოკუმენტების კვლევის მიმართულებით საერთაშორისო აკრედიტაციის მიღებას ულოცავს [ფოტო]

საქართველოში აშშ-ის საელჩო შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტიზის ლაბორატორიებს თითის ანაბეჭდების, სახის ამოცნობისა და დოკუმენტების კვლევის მიმართულებით საერთაშორისო აკრედიტაციის მიღებას ულოცავს.

ამის შესახებ ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ექსპერტიზის ლაბორატორიები დღეს საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა დაათვალიერა.

„ვაგრძელებთ რა ჩვენი დიდი ხნის თანამშრომლობას საქართველოსთან საექსპერტო-კრიმინალისტიკის მიმართულების განვითარებისთვის, გვსურს, მივულოცოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტიზის ლაბორატორიებს საერთაშორისო აკრედიტაციის მიღებას თითის ანაბეჭდების, სახის ამოცნობისა და დოკუმენტების/ხელნაწერის კვლევის მიმართულებით.

დღეს ელჩმა, დეგნანმა ლაბორატორიები დაათვალიერა და აშშ-ის სახელით პირობა დადო, რომ საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს მეშვეობით ამერიკის მხარდაჭერა გაგრძელდება, რათა ლაბორატორიებმა სრული აკრედიტაცია მიიღოს ყველა სახის დანაშაულის გამოსაძიებლად“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი