აშშ-ის საელჩო - შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოსადმი თავისი მიდგომის გადახედვას ამერიკის ინტერესების გასაძლიერებლად
დღეს ელჩი დანიგანი და უფროსი მრჩეველი ტოლკე საგარეო საქმეთა მინისტრს, ბოჭორიშვილს შეხვდნენ, რათა განეხილათ აშშ-საქართველოს ურთიერთობა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოსადმი თავისი მიდგომის გადახედვას ამერიკის ინტერესების გასაძლიერებლად.
„შეერთებულმა შტატებმა მკაფიოდ ჩამოაყალიბა ის ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს მთავრობას შეუძლია გადადგას იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი აშშ-თან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩეველს, უაით ტოლკეს და საქართველოში აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს დღეს შეხვდა.
აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით საგარეო უწყებამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ამერიკის შეერთებული შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს, თანამშრომლობის პერსპექტივებს და რეგიონში მიმდინარე პროცესებს.