აშშ-ის საელჩო – სავიზო დეპოზიტის პროგრამა მუდმივი გახდა ყველა ქვეყანაში, სადაც მოქმედებდა, მათ შორის საქართველოშიც, არ გადაიხადოთ წინასწარ, გასაუბრების დროს საკონსულო ოფიცერი მოგცემთ ინსტრუქციას
სავიზო დეპოზიტის პროგრამა მუდმივი გახდა ყველა ქვეყანაში, სადაც მოქმედებდა, მათ შორის საქართველოშიც, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
საელჩოს ცნობით, საქართველოს მოქალაქე ყველა აპლიკანტმა, რომელსაც B1/B2 ვიზა დაუმტკიცდება, უნდა გადაიხადოს $10,000, $15,000 ან $20,000 ოდენობის დეპოზიტი.
„არ გადაიხადოთ დეპოზიტი წინასწარ. გასაუბრების დროს საკონსულო ოფიცერი მოგცემთ ინსტრუქციას დეპოზიტის გადახდასთან დაკავშირებით. გთხოვთ, გახსოვდეთ: სავიზო აპლიკაციების შესახებ ოფიციალური წყარო არის აშშ-ის მთავრობა. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც არ ვრცელდება აშშ-ის მთავრობის წყაროდან, საჭიროებს გადამოწმებას“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.