ფოთის პორტში აშშ-დან 13 000 ტონა ხორბალი და 4 000 ტონა სოიო შემოვიდა
ფოთის პორტში აშშ-დან 13 000 ტონა ხორბალი და 4 000 ტონა სოიო შემოვიდა

საქართველოში მდგრადი და მრავალფეროვანი ეკონომიკის განვითარებისთვის აშშ  ქვეყნის მხარდაჭერას განაგრძობს, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, აშშ-ის სოფლის მეურნეობის „საკვები პროგრესისთვის“ პროგრამის ფარგლებში კიდევ ორმა გემმა: Ocean Gladiator და Babuza Wisdom-მა 13 000 ტონა ხორბალი და 4 000 ტონა სოიო 3 იანვარს ფოთის პორტში შემოიტანა.

„სოიო და ხორბალი საქართველოს ბაზარზე გაიყიდება და შემოსულ თანხას აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი ინვესტიციის სახით სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამაში ჩადებს, რათა გაუმჯობესდეს საქართველოს ფერმერებისა და მწარმოებლების პროდუქტიულობა და ეფექტიანობა. ამასთან, გაუმჯობესდეს საკვების უსაფრთხოება და ხარისხი საქართველოს რძის პროდუქტისა და საქონლის ხორცის წარმოებაში“, – ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.