აშშ-ის საელჩო საქართველოს თავდაცვის ძალებს დაარსებიდან 28 წელს ულოცავს - შეერთებული შტატები ამაყია თავისი სამხედრო პარტნიორით
აშშ-ის საელჩო საქართველოს თავდაცვის ძალებს დაარსებიდან 28 წელს ულოცავს - შეერთებული შტატები ამაყია თავისი სამხედრო პარტნიორით

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოს თავდაცვის ძალებს დაარსებიდან 28 წელს ულოცავს.

„შეერთებული შტატები ამაყია თავისი სამხედრო პარტნიორით და მიესალმება საქართველოს სამსახურში მყოფ ყველა ადამიანს“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს მილოცვაში.

30 აპრილი ქართული არმიის დღეა. საქართველოს თავდაცვის ძალები დაარსებიდან 28 წლის იუბილეს აღნიშნავს. 1990 წლის დეკემბერში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შინაგანი ჯარები – ეროვნული გვარდია შეიქმნა. ქართული არმიის შემდგომი განვითარება ეროვნული გვარდიის საფუძველზე მოხდა.