აშშ-ის საელჩო საქართველოს პარლამენტს შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონის მიღებას ულოცავს
აშშ-ის საელჩო საქართველოს პარლამენტს შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონის მიღებას ულოცავს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს პარლამენტს ულოცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონის მიღებას.

როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, ეს კანონი განსაზღვრავს მთავრობის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ გაერო-ს კონვენციის შესრულების ფუნდამენტურ პრინციპებს და განმარტავს ამ სფეროში მთავრობის როლსა და პასუხისმგებლობებს.

„ამ კანონის ეფექტურ აღსრულებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა სრულყოფილი მონაწილეობა მიიღონ საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სიამაყით თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან, პარლამენტსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა შეძლონ ადამიანის ყველა უფლებითა და თავისუფლებით სრულად და თანასწორად სარგებლობა.

ახლა, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში აღვნიშნავთ შეზღუდული შესაძლებლობის აქტის მიღების 30 წლისთავს, ვიხსენებთ პრეზიდენტ ჯორჯ ჰ. უ. ბუშის სიტყვებს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ნებისმიერი კაცი, ქალი თუ ბავშვი ახლა თავისუფლად შეაღებს თანასწორი დამოუკიდებელი და თავისუფალი მომავლისკენ მიმავალ კარს, რომელიც აქამდე დახურული იყო”, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

დატოვე კომენტარი