აშშ-ის საელჩო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

10:40, 26.05.2019

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

საელჩო მილოცვას „ფეისბუქის“ გვერდზე ავრცელებს.

„გიხაროდენ დიდო ილიავ, შენი ოცნება აღსრულდა!“ ილია ჭავჭავაძის საფლავთან ეს სიტყვები 1918 წლის 26 მაისს ვლასა მგელაძის თაოსნობით შეკრებილმა საზოგადოებამ წარმოთქვა.

მათვე საქართველოს დამოუკიდებლობის საზეიმოდ მთაწმინდის სამრეკლოდან დიდების ზარები დარეკეს. დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ, საქართველო!“,- აღნიშნულია მილოცვაში.

მსგავსი