აშშ-ის საელჩო – საელჩო მოუთმენლად ელის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს ვიზიტს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისთვის

01:59, 11.11.2020

საქართველოში აშშ-ის საელჩო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს ეხმაურება.

„აშშ-ის საელჩო თბილისში მოუთმენლად ელის სახელმწიფო მდივან პომპეოს ვიზიტს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისთვის“, – აღნიშნულია საელჩოს „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს ორდღიანი ვიზიტით 17 ნოემბერს ეწვევა.

მსგავსი