ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ დედაქალაქ ქაბულში, ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დატოვონ ავღანეთი არახელსაყრელი და საფრთხის შემცველი ვითარების გამო.
„აშშ-ის საელჩო მოუწოდებს ამერიკის ყველა მოქალაქეს, დაუყოვნებლივ დატოვონ ავღანეთი არსებული კომერციული ფრენების გამოყენებით. უსაფრთხოებისა და საშტატო პერსონალის შემცირების გათვალისწინებით, საელჩოს შესაძლებლობა დახმარება გაუწიოს საკუთარ მოქალაქეებს ავღანეთში, უკიდურესად შეზღუდულია, მათ შორის დედაქალაქ ქაბულში“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ საელჩო მზად არის, გასცეს შესაბამისი სესხი იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამჟამად ვერ ახერხებენ ბილეთების ყიდვას კომერციული ფრენისთვის.