აშშ-ის საელჩო - NDI-ს ახალ დასკვნაში აღნიშნულია, რომ საქართველოს საარჩევნო რეფორმებს ფართო მხარდაჭერა აქვს
აშშ-ის საელჩო - NDI-ს ახალ დასკვნაში აღნიშნულია, რომ საქართველოს საარჩევნო რეფორმებს ფართო მხარდაჭერა აქვს

NDI-ს ახალ დასკვნაში აღნიშნულია, რომ საქართველოს საარჩევნო რეფორმებს ფართო მხარდაჭერა აქვს, ვინაიდან ის წვლილს შეიტანს უფრო მრავალფეროვანი და პოლიტიკურად დაბალანსებული კანონმდებლობის შექმნაში, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს. ​

ამასთან, მათივე ინფორმაციით, დოკუმენტში, ასევე, საუბარია სამოქალაქო საზოგადოების მიერ დაფიქსირებულ ხარვეზებზე ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების, ამომრჩეველთა დაშინებისა და პოლიტიზებული სასამართლოს კუთხით.

„NDI-ს ხელმძღვანელმა პირებმა და არჩევნების ანალიტიკოსებმა დღეს ელჩ დეგნანთან და სხვა დიპლომატებთან ერთად საქართველოს საარჩევნო სისტემის უახლესი ანგარიში განიხილეს. ​NDI-ს ღრმა ექსპერტული ცოდნა, რომელსაც USAID უჭერს მხარს, არსებითი ნაწილია აშშ-ის საელჩოს ფართო ძალისხმევისა, დაეხმაროს ქართველ ხალხს დამსახურებული თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებაში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.