აშშ-ის საელჩო - მივესალმებით საქართველოს ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებს, მაშველებს, უამრავ საჯარო მოხელეს პროფესიონალიზმისა და გულმოდგინე შრომისთვის
აშშ-ის საელჩო - მივესალმებით საქართველოს ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებს, მაშველებს, უამრავ საჯარო მოხელეს პროფესიონალიზმისა და გულმოდგინე შრომისთვის

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებს, მაშველებსა და საჯარო მოხელეებს პროფესიონალიზმისა და გულმოდგინე შრომისთვის მადლობას უხდის.

საელჩოს მადლობის წერილს „ფეისბუქის“ გვერდზე ერთვის საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ფოტო.

„დღეს, როდესაც ჩვენ ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს აღვნიშნავთ, ამერიკის საელჩოში, გვსურს, მივესალმოთ საქართველოს ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებს, მაშველებს, მკვლევარებსა და უამრავ საჯარო მოხელეს მათი პროფესიონალიზმისა და გულმოდგინე შრომისათვის „კოვიდ-19“-ის გამოწვევის საპასუხოდ“, – ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს „ფეისბუქის“ გვერდზე.

დატოვე კომენტარი