აშშ-ის საელჩო მცდარს უწოდებს კაია კალასის განცხადებას, რომ აშშ-ის დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ უკრაინა დატოვა
უკრაინაში აშშ-ის საელჩო უარყოფს კაია კალასის განცხადებას, რომ აშშ-ის დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ უკრაინა დატოვა.
როგორც საელჩოში აცხადებენ, კიევში აშშ-ის საელჩო ღიაა.
„ჩვენს მუშაობაში ცვლილებები არ არის და გავრცელებული სხვა ინფორმაცია მცდარია. სახელმწიფო დეპარტამენტისთვის ამერიკელების უსაფრთხოება პირველხარისხოვანია და ის რეგულარულად ამოწმებს კიევის საელჩოს უსაფრთხოების მდგომარეობას. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ჩვენს გზავნილს, რომ ამერიკელებმა არ უნდა იმოგზაურონ რაიმე მიზეზით უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის გამო“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ აშშ-ის საელჩომ უკრაინა დატოვა.
The U.S. Embassy is open. There are no changes to our operations and reports otherwise are false. The State Department has no higher priority than the safety and security of Americans and regularly reviews the security posture of Embassy Kyiv. We reiterate our message that… pic.twitter.com/gdkePakita
— U.S. Embassy Kyiv (@USEmbassyKyiv) May 28, 2026