აშშ-ის საელჩო – კონსტიტუცია არის დემოკრატიის სიმბოლო, რომელიც შეგვახსენებს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი, სწორედ ამ სიტყვებს იპოვით საქართველოს კონსტიტუციაში

12:04, 24.08.2022

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს კონსტიტუციის დღეს ულოცავს.

„ჩვენ, ხალხი“ – ამ სიტყვებით იწყება შეერთებული შტატების კონსტიტუცია, რომელიც ძალაუფლებას აძლევს ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს ქვეყანას – მიმართულებას. ჩვენთვის კონსტიტუცია დოკუმენტზე მეტია, ის არის დემოკრატიის სიმბოლო, რომელიც შეგვახსენებს, რომ „სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი“ – სწორედ ამ სიტყვებს იპოვით საქართველოს კონსტიტუციაში.

დღეს საქართველოს კონსტიტუციის, ქვეყნის უზენაესი კანონის მიღების დღეა. გილოცავთ!“ – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს მილოცვაში.

მსგავსი